ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

”ადამიანის უფლებების გენეზისი, ღირებულება და აწმყო”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა საერთაშორისო კონფერენცია - ”ადამიანის უფლებების გენეზისი, ღირებულება და აწმყო”. მასში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა, გერმანელმა, სომეხმა, შვეიცარიელმა და პოლონელმა მეცნიერებმა. კონფერენციაზე განიხილეს ადამიანის უფლებების ფილოსოფიური, პოლიტიკური და სოციოლოგიური ასპექტები. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ პროფესორი მამუკა ბერიაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), პროფესორი იორნ მიულერი (ვიურცბურგის უნივერსიტეტი) და პროფესორი თეო კობუში (ბონის უნივერსიტეტი).

კონფერენცია მოეწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფოლკსვაგენის ფონდის ხელშეწყობით.

ბანერები