


1918-1921-1924 წლების მოვლენათა ამსახველი გამოფენა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის ფოიეში გაიხსნა საქართველოს 1918-1921-1924 წლების მოვლენათა ამსახველი თემატური ექსპოზიცია. გამოფენა ეწყობა ახალგაზრდული ორგანიზაციის - „FOREVER“ და თბილისის მერიის ორგანიზებით. ერთი კვირის განმავლობაში, სტუდენტებსა და უნივერსიტეტის სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ სხვადასხვა არქივში მოპოვებული 200-მდე უნიკალური ფოტოდოკუმენტი. გამოფენა გახსნა საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი კანდელაკმა.
„FOREVER“ - არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირია, რომლის ძირითადი მიზნებია - საქართველოს ისტორიის კვლევა, ანალიზი, განზოგადება და სხვადასხვა ფორმით მიწოდება საზოგადოების ფართო ნაწილისათვის. ამ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოებას საშუალება ექნება საინტერესო ფორმატით მიიღოს მეტი ინფორმაცია:
1. საქართველოს 1918-1921-1924 წლების მოვლენათა შესახებ სამეცნიერო კონფერენცია;
2.საქართველოს 1918-1921-1924 წლების მოვლენათა ამსახველი თემატური ექსპოზიცია;
3.1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის ამსახველი ფოტო გამოფენა;
4.გეგა კობახიძის ნახატების გამოფენა;
5.ფილმების ჩვენება გეგა კობახიძის მონაწილეობით;
6.მხატვარ სოსო წერეთლის ნახატების გამოფენა.
ყველა ღონისძიება იქნება არაკომერციული და არაპოლიტიკური ხასიათის. მათში მონაწილეობის მიღება და დასწრება იქნება თავისუფალი.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, თიბისი ბანკი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.