ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების შესახებ

ღონისძიებები

15 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განხილული იქნება გერმანიაში სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების შესაძლებლობები.

დაინტერესებული პირები გაეცნობიან განსხვავებებს ქართულ და გერმანულ სამაგისტრო პროგრამებს შორის, გერმანიაში ჩაბარების მოთხოვნებსა და პროცედურებს.

დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.

დრო: 15 აპრილი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 დარბაზი, გ. წერეთლის N1

დასწრება თავისუფალია.

2025

 

ბანერები