ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

FALLING WALLS LAB 2025

ახალი ამბები

31 მაისს DAAD-ის თბილისის ოფისი კვლავ უმასპინძლებს სამეცნიერო სლემს “Falling Walls Lab” ფორმატის ფარგლებში.

“Falling Walls Lab” ბერლინის კედლის დანგრევის აღსანიშნავად ყოველწლიურად ეწყობა და მასში მონაწილეობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, პოლიტიკის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკისა და ხელოვნების სფეროს მკვლევრები და ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც 3-წუთიანი პრეზენტაციებით წარმოადგენენ ინოვაციურ იდეებსა და კვლევით პროექტებს ლოკალური და გლობალური გამოწვევების შესახებ.

თითოეული რეგიონული „Falling Walls Lab“-დან ჟიური ირჩევს გამარჯვებულს, რომელსაც 2025 წლის 7 ნოემბერს შეუძლია მონაწილეობა „Falling Walls“-ის დახურვის ღონისძიებაში ბერლინში.

მონაწილეობა უფასოა.

ღონისძიებამდე ყველა მონაწილეს საშუალება ეძლევა დაესწროს ვორკშოპს პრეზენტაციის უნარების გასაუმჯობესებლად.

დაინტერესებულ პირებს 2025 წლის 2 მაისამდე შეუძლიათ დარეგისტრირება ონლაინ განაცხადის ფორმის საშუალებით.

ღონისძიება გაიმართება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

2025 

 

 

ბანერები