
ახალი ამბები
15 აპრილი, 2025

ღონისძიებები
15 აპრილი, 2025

ახალი ამბები
4 აპრილი, 2025
ფლანდრიაში სამეცნიერო ვიზიტის შესაძლებლობა მკვლევრებისთვის Flemish Research Fund (FWO)
ახალი ამბები
FWO უცხოელ მკვლევრებს სთავაზობს გრანტებს ფლანდრიაში სამეცნიერო ვიზიტისა და ადგილობრივ კვლევით ჯგუფთან თანამშრომლობისთვის. მკვლევრებს საშუალება ეძლევათ დაგეგმონ 1-3 თვის ხანგრძლივობის ვიზიტი.
განაცხადის გასაკეთებლად მკვლევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- უნდა ჰქონდეს დოქტორის ხარისხი და იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელი;
- უნდა იყოს მინიმუმ ერთი რეცენზირებული პუბლიკაციის ავტორი;
- უნდა ჰქონდეს მასპინძელი მკვლევრის ოფიციალური მიწვევა ფლანდრიიდან.
ფონდი დაფარავს მგზავრობის ხარჯებს და გამოყოფს დღიურ თანხას ცხოვრების ხარჯების დასაფარად (66€ – დღეში, მაქსიმუმ 1650€ – თვეში).
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
2025