ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პერსონალის საერთაშორისო კვირეული Iliauni International Staff Week 2024 ილიაუნიში

ახალი ამბები

17-21 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა პერსონალის საერთაშორისო კვირეული Iliauni International Staff Week 2024 ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტების 30 წარმომადგენლის მონაწილეობით.

კვირეული მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ხელშეწყობისათვის, აგრეთვე ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებისათვის, მათ შორის ერაზმუს + საერთაშორისო კრედიტმობილობის, ინსტიტუციური განვითარების პროექტების, სადოქტორო განათლებისა და კვლევების მიმართულებით.

კვირეულზე საერთაშორისო სტუდენტების სერვისების, ინტერკულტურული კომუნიკაციის, საერთაშორისო სადოქტორო კვლევების ხელშეწყობისა და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართულ ვორკშოპებსა და სესიებში მონაწილეობდნენ ილიაუნის განვითარების სამსახური, კვლევების კოორდინაციის სამსახური, საერთაშორისო სადოქტორო სკოლა და საერთაშორისო სტუდენტებისა და პროგრამების მარკეტინგის სამსახური.  

პერსონალის საერთაშორისო კვირეულს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018 წლიდან ყოველწლიურად მასპინძლობს.

2024

 

ბანერები