ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდია 2024-2025

ახალი ამბები

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს ორთვიანი სტიპენდიის მისაღებად დოქტორანტურის საფეხურის იმ ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში. სტიპენდია მიზნად ისახავს საფრანგეთში კვლევითი პერიოდის დაფინანსებას საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფარგლებში.

სტიპენდია (2100 ევროს ოდენობით ორი თვის პერიოდისთვის) დაფარავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ან ნაწილობრივ.

სასტიპენდიო პროგრამა განხორციელდება 2024-2025 წელს.

კონკურსანტებმა უნდა შეადგინონ დოსიე, რომელიც მოიცავს შემდეგ დოკუმენტებს:

  • სათანადოდ შევსებული „რეზიუმე“ (“Curriculum vitae”) და „საკვლევი პროექტი“ (projet de recherche) (მიბმული დოკუმენტები);
  • მოწვევის წერილი ფრანგული სამეცნიერო დაწესებულებიდან, რომელიც თავის გუნდში ორი თვით მიიღებს ქართველ დოქტორანტს;.
  • პასპორტის ასლი (პასპორტი მოქმედი უნდა იყოს საფრანგეთში სასტიპენდიო პროგრამის დასრულების შემდგომ 6 თვის განმავლობაში).

დოსიე წარმოდგენილი უნდა იყოს ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე. შეფასება დამოკიდებული იქნება სამეცნიერო ხარისხსა და კვლევითი პროექტის განსახორციელებლად საფრანგეთში გამგზავრების რელევანტურობაზე.

ფრანგული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა პირმა დოსიე უნდა გაუგზავნოს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორ ევა ბერტრანს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: eva.bertrand@fgu.ge.  გთხოვთ ასლში ჩასვათ ასევე ნატო ჭუჭულაშვილი. nato.chuchulashvili@fgu.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 5 ივლისი.

საბოლოო გადაწყვეტილება სტუდენტებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2024 წლის 20 ივლისისა. საფრანგეთში გამგზავრების პერიოდია 2024 წლის  სექტემბრიდან 2025 წლის აპრილამდე შუალედში.

შედეგი

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მხრიდან სტიპენდიატ დოქტორანტებს მოეთხოვებათ წერილობითი ანგარიშის წარმოდგენა თავიანთი მისიის შესახებ საქართველოში დაბრუნებიდან არაუგვიანეს სამი თვის პერიოდისა.  სტიპენდიატებს შესაძლოა მოეთხოვოთ საკუთარი კვლევის წარმოდგენა ფრანგულ- ქართული უნივერსიტეტისა და მისი პარტნიორების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა  ფარგლებში. სურვილის შემთხვევაში სტიპენდიატის სამუშაო ფურცელი განთავსდება ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ვებსაიტზე.

2024

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები