ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

2025 წლის ბუნდესთაგის საერთაშორისო სტიპენდია (IPS)

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

გერმანიის ბუნდესტაგი ბერლინის უნივერსიტეტთან ერთად საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)“ ფარგლებში პოლიტიკის საკითხებით დაინტერესებულ 30 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს აძლევს უნიკალურ შანსს, უშუალოდ გაეცნონ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებს.

პროგრამის მიზანია სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი.

პროგრამა გრძელდება 2025 წლის პირველი მარტიდან 31 ივლისამდე.

განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 2024 წლის 31 ივლისამდე მეილზე: ips@tifl.diplo.de (PDF-დოკუმენტი არ უნდა აღემატებოდეს 15 მბ-ს.)

დამატებითი ინფორმაცია კონკურსისა და პროგრამის შესახებ იხილეთ ბუნდესტაგის ვებგვერდზე: www.bundestag.de/ips.

 2024

ბანერები