ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კოტ დ'აზურის უნივერსიტეტი

კოტ დ'აზურის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის კოტ დ'აზურის უნივერსიტეტში მობილობისთვის.


საუნივერსიტეტო და საკონკურსო პროცედურების ადმინისტრირების წესები და ხშირად დასმული კითხვები:

  • ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე;
  • გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირების წესები და პროცედურები სტუდენტებისთვის იხილეთ ბმულზე;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მონაწილე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტის საუნივერსიტეტო პროცედურების ადმინისტრირების წესი იხილეთ ბმულზე.
  • ხშირად დასმული კითხვები: FAQ

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და ირიცხებოდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე, როგორც კონკურსის მიმდინარეობისას, ისე მობილობის პერიოდში. გაითვალისწინეთ, რომ კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში დაუშვებელია სტუდენტის სტატუსის ცვლილება (კონკურსი მოიცავს განაცხადების მიღების გამოცხადებიდან მასპინძელი უნივერსიტეტის მხრიდან საბოლოო დასტურის მიღებამდე პერიოდს);
  • სტუდენტს მოპოვებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 60 კრედიტი
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-3, მე-4, მე-5, მე-6 სემესტრელ სტუდენტებს.
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს შესაბამის უცხო ენას მინ. B2 დონეზე, რის დასადასტურებლადაც მან კონკურსის პერიოდში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე)

განაცხადის წარდგენა:

  • კანდიდატმა განაცხადი კონკურსის ვადის დაცვით უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად;
  • ელექტრონული განაცხადი უნდა შეივსოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელ- ფოსტის მისამართის გამოყენებით. დაუშვებელია განაცხადის შევსება პირადი ან სხვა პიროვნების ელ-ფოსტის გამოყენებით;
  • განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.

 ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:

  • ვალიდური პასპორტის ან პირადობის მოწმობა
  • CV/რეზიუმე (სასურველია EUROPASS-ის ფორმატში)
  • მიმდინარე საფეხურის ნიშნების ფურცელი
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
  • ინგლისური ენის მინ. B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე)
  • ასეთის არსებობს შემთხვევაში: ეკონომიკური, სოციალური, ჯანმრთელობის პრობლემის ან სპეციალური საჭიროების დამადასტურებელი ცნობა.

საზაფხულო სკოლის პროგრამა იხილეთ ბმულზე.

სტიპენდია: 1,498 ევრო და 530 ევრო მგზავრობის ხარჯების დასაფარად

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 19 დეკემბერი, 2025 (18:00 საათი საქართველოს დროით)

ელექტრონული განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე.

======================

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 45, T  კორპუსი, T107 ოთახი
ელ-ფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (ext)

ბანერები