ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

რეალ ბეტისის წარმომადგენელთა სტუმრობა ილიაუნიში

ახალი ამბები

10 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ესპანური საფეხბურთო კლუბის Real Betis Balompie წარმომადგენლებსა და ილიაუნის ფუტსალის გუნდის ხელმძღვანელებს შორის. შეხვედრის მიზანი ქართული და ესპანური ფუტსალის დაკავშირების შესაძლებლობები, სხვადასხვა პროექტი და ილიაუნის გუნდის განვითარების პერსპექტივები იყო.

შეხვედრას ესპანური მხრიდან ესწრებოდნენ ბეტისის მთავარი აკადემიის სპორტული დირექტორი ხუან პარა, ბეტისის საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი ალვარო ცეზარი და ბეტისის თბილისის საფეხბურთო აკადემიის დამფუძნებელი გიორგი ჩანადირი,  ჩვენი მხრიდან კი ილიაუნის ფუტსალის გუნდის პრეზიდენტი კახა კაპანაძე და პირველი გუნდის ვიცე-კაპიტანი და ფარმკლუბის მთავარი მწვრთნელი დავით თაბაგარი.

რეალ ბეტისის თბილისის საფეხბურთო აკადემიასთან ერთად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი ესპანური და ქართული ფუტსალის დასაკავშირებლად. Ესპანეთში იგეგმება ქართველი ფუტსალის მოთამაშეების სინჯები, ასევე მწვრთნელების გადამზადების პროგრამები და სხვა აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს ქართული ფუტსალის განვითარებას.

ესპანურ მხარეს სიმბოლურად გადასცეს ჩვენი გუნდის მთავარი ფორმა, რომელიც მეგობრობის ნიშნად ესპანეთში ფუტსალის მიმართულების პრეზიდენტს გადაეცემა.

2023 წლის მარტიდან რეალ ბეტისის საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელი ილიაუნის ფუტსალის გუნდის პრეზიდენტი კახა კაპანაძეა. 2024 წლის მარტის დასაწყისში სევილიაში, რეალ ბეტისის ბაზაზე, ოფიციალური ვიზიტის შედეგად საფუძველი ჩაეყარა ქართული და ესპანური ფუტსალის დაკავშირებას კონკრეტული პროექტებით. ამასთან დაკავშირებით 8 მარტს  ფეხბურთის ფედერაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა ესპანურ მხარესა და ფუტსალის კლუბის ხელმძღვანელებს შორს. Გუნდები გაეცნენ ინფორმაციას იმ პროგრამებისა თუ შესაძლებლობათა შესახებ, რომელთა გამოყენების შესაძლებლობაც მათ რეალ ბეტისის მხარდაჭერით ექნებათ. 

2024
ბანერები