ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

IT დასაქმების ფორუმი: DEVOPS, DATAOPS, CLOUDOPS

IT დასაქმების ფორუმი: DEVOPS, DATAOPS, CLOUDOPS – ინფორმაცია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით 15 ივნისს, 12:00-დან 16:00 საათის ჩათვლით, ილიაუნის ტექნოლოგიების კორპუსში გაიმართება IT დასაქმების ფორუმი DEVOPS, DATAOPS, CLOUDOPS მიმართულებების დამწყები დეველოპერებისათვის.

ღონისძიება დაგეგმილია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის Training for Life (T4L) Industry-Led Workforce Development მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის Advanced IT Trainings კურსდამთავრებულთათვის და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ როგორც პროექტის კურსდამთავრებულებს, ასევე ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებსაც გარკვეული გამოცდილება აქვთ DevOps, DataOps, CloudOps მიმართულებით.

ინფორმაცია ფორუმზე წარმოდგენილი დამსაქმებელი ორგანიზაციებისა და მათი ვაკანსიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დასაქმების ფორუმის პარალელურად T102 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ორგანიზაციების პრეზენტაციები შემდეგი განრიგით.

თუ გსურთ დასაქმების ფორუმში მონაწილეობა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ არა უგვიანეს 15 ივნისისა.

პროექტი “Advanced IT Trainings” 2021 წლის 10 ოქტომბრიდან დაიწყო და  6 თვის განმავლობაში უკვე 60-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა ინტენსიური კურსები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სამი ყველაზე მოთხოვნადი  თანამედროვე მიმართულებით. პროექტით დაგეგმილია სულ 120 დეველოპერის მომზადება.

კურსების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

დრო: 15 ივნისი, 12:00-16:00

ადგილმდებარეობა: ილიაუნის ტექნოლოგიების კორპუსი

სწრაფი ბმულები:

2022 წელი

ბანერები