ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

IT დასაქმების ფორუმი: DEVOPS, DATAOPS, CLOUDOPS

IT დასაქმების ფორუმი: DevOps, DataOps, CloudOps

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის „Training for Life (T4L) Industry-Led Workforce Development” მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის Advanced IT Trainings კურსდამთავრებულთათვის 14-15 ივნისს დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ფორუმი დამსაქმებლებს საშუალებას მისცემს, შეხვდნენ და დასაქმება შესთავაზონ პროექტის კურსდამთავრებულებს, რომელთაც გავლილი აქვთ ინტენსიური კურსები შემდეგი მიმართულებებით:

  • DevOps
  • DataOps
  • CloudOps

პროექტი “Advanced IT Trainings” 2021 წლის 10 ოქტომბრიდან დაიწყო და მის ფარგლებში 6 თვის განმავლობაში უკვე 60-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა ინტენსიური კურსები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სამი ყველაზე მოთხოვნადი და თანამედროვე მიმართულებით. პროექტით დაგეგმილია სულ 120 დეველოპერის მომზადება.

კურსების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დასაქმების ფორუმზე დამსაქმებლის სტატუსით მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში კომპანიებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არა უგვიანეს 8 ივნისისა.

სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3PRhjl2

USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყანაში ისეთი სექტორების გაძლიერებას, რომელთაც აქვთ დიდი პოტენციალი დასაქმების ბაზრის გაფართოების, შემოსავლის ზრდისა და წარმატებული ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაციის მიმართულებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
devops@iliauni.edu.ge
uni-jobs@iliauni.edu.ge

სწრაფი ბმულები:

2022 წელი

ბანერები