ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება

ღონისძიებები

27 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული - 2014-2015 წლებში გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის ავტორი - გამოვლინდება. კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით - 10 000 ლარით დაჯილდოვდება.
ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსზე წელს წარდგენილი იყო 24 ქართული რომანი. იხილეთ ჩამონათვალი:

 წიგნის დასახელება   ავტორი  გამომცემლობა
 „განუკითხავი“  ბესიკ კეკელიძე  ავტორი
 „ოსმალური მარში“  აბო იაშაღაშვილი  „დიოგენე“
 „როიალ-მერი“  აბო იაშაღაშვილი  „დიოგენე“
 „მესამე ნაპირი“  ლუკა ბაქანიძე  „პალიტრა L“
 „დრუსილა“  ზაზა ბიბილაშვილი  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
 „ტურისტის საუზმე“  ზაზა ბურჭულაძე  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
 „წარმოდგენა იწყება“  ლევან ლორია  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
 „სამხრეთის უბანი“  მარიამ ბექაური  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
„მსხლების მინდორი“  ნანა ექვთიმიშვილი  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
„აღმოსავლეთით“  თამთა მელაშვილი  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
„ერთი დღე სხვა პლანეტაზე“  თეა თოფურია  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
„ფორა“  ლევან ბერიძე  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
„რეალური არსებები“  თეონა დოლენჯაშვილი  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
„კულინარი“  ლაშა იმედაშვილი  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
„ბესტსელერი“  ბექა ადამაშვილი  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
„ორპირი თბილისი სტოკჰოლმი“  ზურა ოდილავაძე  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
 „აპოკალიფსი“  ომარ (კაფკა) ბუცხრიკიძე  ავტორი
„სიცილია გვალვაში“  მიხეილ ანთაძე  „მწერლობა“
„ერთიც გაგვიცინე, გუინპლენ!“  ლაშა თაბუკაშვილი  „ინტელექტი“
„წამი აქა, წამი იქა“  ნინო სადღობელაშვილი  „ინტელექტი“
„მკვდარი ქვიშის უდაბნო“  გელა ჩქვანავა  „ინტელექტი“
„თევზი ორი ჩრდილით“  ხათუნა თავდგირიძე  ავტორი
„ერეკლე“  ნინო ცარციძე  ავტორი
„ორი ბილეთი სხვა მატარებელზე“         დავით ალელიშვილი                  ავტორი


27 მაისს, კი მათგან საუკეთესოს შეარჩევს ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ჟიური, რომლის შემადგენლობა კონფიდენციალურია. ჟიურის წევრები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ისტორია
ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს უკვე ექვსწლიანი ისტორია აქვს. 2010 წელს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა, ხელი შეეწყო რომანის განვითარებისათვის საქართველოში და დააარსა პრემია საუკეთესო რომანისათვის.
პრემია 2014 წლამდე ხუთ ნომინანტზე გაიცა. 2010 წელს პრიზი აიღო აკა მორჩილაძემ (რომანისათვის „მამლუქი“), ხოლო 2011 წელს - ზაზა ბურჭულაძემ (რომანისათვის „გასაბერი ანგელოზი“). 2012 წელს პრემია არ გაცემულა, ხოლო 2013 წელს პრემია აიღეს ანა კორძაია-სამადაშვილმა (რომანისათვის „ვინ მოკლა ჩაიკა“) და ჯაბა ზარქუამ (რომანისათვის „მკითხველი უნდა მოკვდეს“).
2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ პრემია გაცემულიყო უცხოენოვანი რომანის საუკეთესო თარგმანისათვის. გამარჯვებული შეირჩა 2010-2014 წლებში გამოცემული თარგმანებიდან და დაჯილდოვდა ზაზა ჭილაძე უილიამ ფოლკნერის რომანის - „დროშები მტვერში“ - თარგმანისთვის.

დრო: 27 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები