ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსი 2016

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს 2016 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის გამოსავლენად.

კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით - 10 000 ლარით დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების თანახმად, საკონკურსო ნაწარმოებები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2016 წელს. შესაძლებელია ერთი ავტორის რამდენიმე რომანის წარდგენა.

ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია. მის შემადგენლობაში შედიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ისტორია

ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს უკვე შვიდწლიანი ისტორია აქვს. 2010 წელს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა, ხელი შეეწყო რომანის განვითარებისათვის საქართველოში და დააარსა პრემია საუკეთესო რომანისათვის.

პრემია 2014 წლამდე ხუთ ნომინანტზე გაიცა. 2010 წელს პრემია მიიღო აკა მორჩილაძემ (რომანისათვის „მამლუქი“), 2011 წელს - ზაზა ბურჭულაძემ (რომანისათვის „გასაბერი ანგელოზი“). 2012 წელს პრემია არ გაცემულა, ხოლო 2013 წელს პრემია გაიყვეს ანა კორძაია-სამადაშვილმა (რომანისათვის „ვინ მოკლა ჩაიკა“) და ჯაბა ზარქუამ (რომანისათვის „მკითხველი უნდა მოკვდეს“). 2015 წელს ილიაუნის პრემია გადაეცა ნანა ექვთიმიშვილს (რომანისათვის „მსხლების მინდორი“).

წლევანდელ კონკურსში მონაწილეობის პირობები

  1. რომანი პირველად გამოქვეყნებული უნდა იყოს 2016 წელს.
  2. წიგნი უნდა წარადგინოს გამომცემლობამ ან ავტორმა. ჯილდო გადაეცემა ავტორს.
  3. განაცხადის შემოტანა შესაძლებელია 2017 წლის 1-ლი თებერვლიდან 1-ლი მარტის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი #3/5, თბილისი). განაცხადს თან უნდა ერთვოდეს წიგნის 3 ეგზემპლარი.
  4. გამარჯვებული გამოცხადდება 2017 წლის მაისში.
  5. გამარჯვებულს გადაეცემა ილიაუნის პრემია 10 000 ლარის ოდენობით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებებს.

ბანერები