სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ვიზიტი საქართველოს პარლამენტში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები გაცნობითი ვიზიტით ეწვივნენ საქართველოს პარლამეტს.

ვიზიტის დროს მათ ჩაუტარდათ გაცნობითი ლექცია საქართველოს პარლამენტის მნიშვნელობის, ფუნქციონირების, ისტორიული საფუძვლების განვითარებისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ.
სტუდენტები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს. მათ შესაძლებლობა მიეცათ პირისპირ თავისუფალი დიალოგის რეჟიმში დაესვათ კითხვები.

სტუდენტებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობის მნიშვნელობისა და დეცენტრალიზაციის პროცესის შესახებ.

გაცნობითი ხასიათის ვიზიტები საქართველოს პარლამენტში ილიაუნის სამართლის სკოლისთვის სისტემურ ხასიათს ატარებს. შემდეგი ასეთი ვიზიტი განხორციელდება ორ კვირაში. დამატებით ინფორმაციას ვიზიტის დროის შესახებ სტუდენტები მიიღებენ არგუსი-ს მეშვეობით.

ბანერები