სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კვლევის „ძალადობრივი ქცევის პრობლემების მქონე მოზარდების ქცევაზე რეაგირების მექანიზმები“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

14 თებერვალს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“  ა/ო „პრევენცია პროგრესისთვის“ და ილიაუნის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება კვლევის „ძალადობრივი ქცევის პრობლემების მქონე მოზარდების ქცევაზე რეაგირების მექანიზმები“ პრეზენტაცია. 

კვლევა ასახავს არასრულწლოვანთა ძალადობრივი ქცევის გამომწვევ მიზეზებს, სახელმწიფოს მიერ მათზე რეაგირების მექანიზმებს და უწყებათაშორისი თანამშრომლობის ეფექტურობას. მასში ასევე საუბარია პრაქტიკულ გამოწვევებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხებზე. 

მომხსენებლები განიხილავენ შემდეგ საკითხებს:

  • ძალადობრივი ქცევის გამომწვევი სოციალური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორები; 
  • სახელმწიფო უწყებების მოქმედი მექანიზმები და მათი ეფექტიანობა;  
  • უწყებათაშორისი თანამშრომლობის გამოწვევები;
  • კვლევის რეკომენდაციები პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის. 

პანელის მომხსენებლები:

ანტონ (ტატო) ქელბაქიანი – კვლევის თანაავტორი, ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“; 

ნატალია ცაგარელი – კვლევის თანაავტორი, ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“.  

დისკუსიაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას  მოწვეული ექსპერტები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კვლევა განახორციელა ორგანიზაციამ „პრევენცია პროგრესისთვის“ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.  

სამუშაო ენა: ქართული 

დრო: 14 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32   

დასწრება თავისუფალია. 

2025

 

ბანერები