
ღონისძიებები
14 თებერვალი, 2025

ახალი ამბები
28 ნოემბერი, 2024

ღონისძიებები
21 ნოემბერი, 2024
შიდა მობილობა სამართლის სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის შიდა მობილობა გამოცხადდა სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე - 20 ვაკანტური ადგილი;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის შიდა მობილობის შესახებ სტუდენტთა მიერ განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა 2025 წლის 14 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით;
- სტუდენტთა მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის შიდა მობილობის შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემა „არგუსის“ საშუალებით;
- სამართლის სკოლაში საბაკალავრო პროგრამაზე გადასვლის მსურველი პირების რეიტინგი დგება ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულების საფუძველზე;
დამატებითი ინფორმაცია: ის სტუდენტები, რომლებიც სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე ჩაირიცხნენ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, შიდა მობილობაში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსგარეშე და არ იქნებიან გათვალისწინებულნი ვაკანტური ადგილების რაოდენობაში.
2025