სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

USAID-ის ინგლისურენოვანი ონლაინკურსის „არაძალადობრივი მოძრაობების სტრატეგიები - სამოქალაქო და სოციალური კამპანიების ანალიზი“ - საინფორმაციო შეხვედრა

ღონისძიებები

23 დეკემბერს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ონლაინკურსის „არაძალადობრივი მოძრაობების სტრატეგიები – სამოქალაქო და სოციალური კამპანიების ანალიზი“ შესახებ. პრეზენტაციას ჩაატარებს ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორი გიორგი მელაძე.

არაძალადობრივი გამოყენებითი სამოქალაქო კამპანიებისა და სტრატეგიების ცენტრის (CANVAS) მიერ შექმნილი კურსი გაზაფხულის სემესტრიდან დაიწყება და ხუთი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იქნება ღია. მის ფარგლებში სტუდენტები გააანალიზებენ სოციალური და პოლიტიკური იდეების არაძალადობრივი ქმედებებისა და კამპანიების მეშვეობით გავრცელების სტრატეგიებს, გაიღრმავებენ ცოდნას სამოქალაქო საზოგადოებისა და სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.

კურსი მიმოიხილავს სოციალურ და პოლიტიკურ მოძრაობათა პრაქტიკულ და თეორიულ ასპექტებს. სტუდენტები ჩაერთვებიან თანამედროვე კვლევებისა და შემთხვევების განხილვაში.

კურსზე დარეგისტრირება შესაძლებელია 20 დეკემბრიდან 27 იანვრამდე და მასში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის III-IV კურსებისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

შეხვედრის სამუშაო ენა: ქართული

დრო: 23 დეკემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

2022 წელი

ბანერები