სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სოკრატეს კლუბის დისკუსია „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“

ღონისძიებები

20 იანვარს,  19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით  გიწვევთ სოკრატეს კლუბის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, რომელზეც განიხილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ.

საქმე შეეხება 2019 წლის 18 ნოემბრის დემონსტრაციების დროს სამი მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაკავებასა და მათთვის პატიმრობის შეფარდებას.  სასამართლომ შეაფასა, ამ გადაწყვეტილებაში დაირღვა თუ არა ევროპული კონვენციის მე-11 (პირთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება) და მე-6 მუხლები (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება).

მომჩივნები დავობდნენ, რომ ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა პროცესში პროკურორის არარსებობის გამო საქმის განმხილველმა მოსამართლემ შეითავსა საპროკურორო  ფუნქცია, რის გამოც პროცესი გახდა მიკერძოებული. ამასთან დაკავშირებით შეფასდა მხარეთა თანასწორობის პრინციპი. ასევე საქმის ერთ-ერთ მომჩივანს მოუწია საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება, რამაც კითხვის ნიშნები გააჩინა უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე გამოყენებული იქნება დისკუსია სოკრატეს მეთოდი, რომელიც დაგვეხმარება პრობლემის გაანალიზებასა და მისი მოგვარების გზების ძიებაში. მსჯელობა მიზნად ისახავს გადაწყვეტილების ანალიზს ადამიანის უფლებათა ჭრილში.

სემესტრის ბოლოს გამოვლინდება ადამიანის უფლებათა მიმართულების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დამსწრე 3 ყველაზე აქტიური (აქტიურობა გამოითვლება დასწრების ფურცელზე ხელმოწერების რაოდენობით) სტუდენტი, რომელაც სამართლის სკოლის დეკანი დააჯილდოებს.

მომხსენებელი

  • ედუარდ მარიკაშვილი,  ხელმძღვანელი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) 

მოდერატორი

  • რაფიელ კაკაბაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი 

ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 20 იანვრამდე მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/ynawud87

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 20 იანვარი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32).

2023 წელი

ბანერები