სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„სისხლის სამართლის საპროცესო დოკუმენტების შედგენის ტექნიკა“ – სასწავლო კურსის პრაქტიკული მუშაობა

ახალი ამბები

12 თებერვალს სისხლის სამართლის მიმართულების ასოცირებული პროფესორის, ნათია მოგელაძისა და ილიაუნის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდა იმიტირებული საგამოძიებო პროცესები.

სტუდენტებმა დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, ჩაატარეს ჩხრეკა და სხვა პირველადი საგამოძიებო მოქმედებები.

პრაქტიკული სამუშაოები ჩატარდა სასწავლო კურსის „სისხლის სამართლის საპროცესო დოკუმენტების შედგენის ტექნიკის“ ფარგლებში, რომლის მიზანია დამწყებ იურისტებს შეასწავლოს მტკიცებულებათა მოპოვების, მათი საპროცესო დამაგრების სამართლებრივი პროცედურა, ასევე  საპროცესო და საგამოძიებო დოკუმენტების შედგენის წესი და სპეციფიკა.

2024

 

 

 

ბანერები