სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სიახლე – სტიპენდიის გაცემის წესი სამართლის სკოლაში

ახალი ამბები

2018-2019 წლის გაზაფხულის სემესტრიდან იცვლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიების გაცემის წესი.

უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით სტიპენდიები გაიცემა სკოლების (ფაკულტეტების) მიხედვით სტუდენტების რაოდენობის პროპორციულად, ნაცვლად ერთიანი საუნივერსიტეტო სარეიტინგო სიის მიხედვით. უნივერსიტეტში დადგენილი ახალი წესის თანახმად, სტიპენდიატთა სარეიტინგო სია შედგება სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა (90%)  და სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის შესაბამისად (10%).

სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა გულისხმობს სამართლის მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ან სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებულ, ანდა მათი ჩართულობით განხორციელებულ ღონისძიებებში მონაწილეობას.

სოციალური აქტივობა, რომელიც განხორციელდება სასწავლო სემესტრის დასრულების შემდგომ, ითვლება წინა სასწავლო სემესტრში განხორციელებულ აქტივობაში მონაწილეობად.

თითოეული ღონისძიების ანონსში მითითებული იქნება, რამდენი პროცენტით შეფასდება მასში მონაწილეობა. სტუდენტებს სემესტრის განმავლობაში შეეძლებათ მაქსიმუმ 10%-ის დაგროვება, დანარჩენი 90% გამოითვლება წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების მიხედვით.

რეიტინგში არ მონაწილეობენ პასიური/სტატუსშეჩერებული სტუდენტები და ის სტუდენტები, რომლებსაც წინა სემესტრში მიღებული აქვთ 30 კრედიტზე ნაკლები.

ახალი წესის შესაბამისად, სტიპენდიის გაცემა დაიწყება 2018-2019 წლის გაზაფხულის სემესტრიდან  2018-2019 წლის შემოდგომის სემესტრის შედეგების გათვალისწინებით.

სტიპენდიებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას სამართლის სკოლის ადმინისტრაცია გამართავს 23 ოქტომბერს (სამშაბათს), 17:00 საათზე, A405 აუდიტორიაში.

აქტივობების შეფასება განხორციელდება შემდეგი პროცენტულობის შესაბამისად:

                                                             თითო აქტივობა                    
  საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა 5%
  ადგილობრივ იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა 3%
  საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა 3% 
სოციალურ აქტივობაში მონაწილეობა  –მაქსიმუმ 10% ადგილობრივ კონფერენციაში მონაწილეობა 2%
  საზაფხულო  სკოლაში მონაწილეობა  3%
  საჯარო ლექციებზე დასწრება  1%
  საჯარო დისკუსიებში მონაწილეობა  1%
  კვლევით პროექტებში მონაწილეობა   4%
  კონკურსებში/შეჯიბრებებში მონაწილეობა  2%
  ღონისძიების ორგანიზება   2%
ბანერები