სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საზაფხულო სკოლა „სამართლის უზენაესობა, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები“

ახალი ამბები

ორგანიზატორი: ილიაუნის სამართლის სკოლა

29 ივლისს ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ  USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და Pravo Justice -ის (უკრაინაში ევროპის კავშირის მხარდამჭერი პროექტი) მხარდაჭერით საზაფხულო სკოლა გახსნა.

საზაფხულო სკოლა მიმდინარეობდა თბილისსა და წინანდალში 5 დღის განმავლობაში, 29 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით.

სკოლაში ლექციებს კითხულობდნენ ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები და საქართველოს სხვადასხვა აკადემიური წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლები, ასევე ამერიკის, ევროპისა და უკრაინის პროფესორები და მოქმედი თუ ყოფილი მოსამართლეები.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და უკრაინის   სხვადასხვა უნივერსიტეტების კონკურსის წესით შერჩეულმა სტუდენტებმა.

სტუდენტური საზაფხულო სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს წარჩინებული იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების სამართლებრივი ცოდნის ამაღლებას.

სკოლის თემატიკა დაკავშირებული იყო მსოფლიოსა და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში სამართლის უზენაესობასთან, სასამართლო რეფორმებთან და დემოკრატიის განვითარების გამოწვევებთან დაკავშირებულ საკითხებთან.

2024

ბანერები