სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტუდენტური საზაფხულო სკოლა

ახალი ამბები

29 ივლისს ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და Pravo Justice-ის (უკრაინაში ევროპის კავშირის მხარდამჭერი პროექტი) მხარდაჭერით საზაფხულო სკოლა გახსნა.

სკოლა მიმდინარეობს 3 აგვისტოს ჩათვლით თბილისსა და წინანდალში 5 დღის განმავლობაში.

სკოლაში ლექციებს კითხულობენ როგორც ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები და საქართველოს სხვა აკადემიური წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლები, ასევე ამერიკის, ევროპისა და უკრაინის პროფესორები და მოქმედი თუ ყოფილი მოსამართლეები.

მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები და უკრაინის სხვადასხვა უნივერსიტეტების ასევე კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები.

სტუდენტური საზაფხულო სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს წარჩინებული იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების სამართლებრივი ცოდნის ამაღლებას.

სკოლის თემატიკა დაკავშირებულია მსოფლიოსა და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში სამართლის უზენაესობასთან, სასამართლო რეფორმებთან და დემოკრატიის განვითარების გამოწვევებთან დაკავშირებულ საკითხებთან.

განსაკუთრებით ყურადღება იქნება გამახვილებული ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისათვის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინისათვის მოთხოვნილი პირობების შესრულების საკითხებზე.

2024

ბანერები