სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„საქმის წარმოება სასამართლოში“ – ქართულენოვანი პრაქტიკული სახელმძღვანელო

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, გიორგი მელაძის სამეცნიერო ხელმძღვანელობით თომას ა. მაუეტის წიგნი „საქმის წარმოება სასამართლოში“ ქართულ ენაზე თარგმნეს რუსუდან ძიგრაშვილმა, გიორგი ქარაზანიშვილმა და მარიამ ლორთქიფანიძემ. წიგნის რედაქტორია ნატალია ვაჩეიშვილი.

გამოცემა 30 წელია აშშ-ის სამართლის სკოლების ძირითადი სახელმძღვანელოა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში საქმის წარმოებით დაინტერესებული სტუდენტებისა და პრაქტიკოსი იურისტებისთვის.

წიგნში მიმოხილულია სასამართლო პროცესის წარმოების პრაქტიკული მხარე. დაინტერესებული მკითხველი გაეცნობა ბევრ მაგალითსა და მითითებას, დაეხმარება მათ პრაქტიკული ცოდნის შეძენასა და სამართალწარმოების უნარების განვითარებაში.

წიგნი შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

2024

 

 

ბანერები