სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საზაფხულო სკოლა „კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამისა და Pravo Justice-ის უკრაინაში (ევროპის კავშირის მხარდამჭერი პროექტი) ფინანსური მხარდაჭერით თბილისისა და რეგიონების აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს იწვევს საზაფხულო სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. 

საზაფხულო სკოლა გაიმართება 29 ივლისიდან  3 აგვისტოს ჩათვლით თბილისსა და წინანდალში. 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა CV ფოტოსურათით არაუგვიანეს 3 ივლისის 24:00 საათისა უნდა გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: summerschool@iliauni.edu.ge

საზაფხულო სკოლის მიზანია იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტების სამართლებრივი ცოდნის დონის ამაღლების ხელშეწყობა.

სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოდან და უკრაინიდან. 

მონაწილეები გაივლიან ინტენსიურ საგანმანათლებლო კურსს წამყვან ქართველ და უცხოელ პროფესორთა, პრაქტიკოს იურისტთა და დარგის ექსპერტთა მონაწილეობით. 

სავალდებულო მოთხოვნები:

  • კანდიდატი უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის მოქმედი სტუდენტი (ბაკალავრი ან მაგისტრანტი)
  • თავისუფლად ფლობდეს ინგლისურ ენას.

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება ინგლისურ ენასა და სამართალში. ტესტირებით შერჩეული საუკეთესო კანდიდატები გაივლიან ზეპირ გასაუბრებას.

პროგრამა მოიცავს სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს თბილისსა და კახეთში. შერჩეული სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით, კვებითა და საცხოვრებლით წინანდალში. 

საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამის თემები:

  • მართლმსაჯულების რეფორმა გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში;
  • სამართლის უზენაესობის კრიზისი და დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციები; 
  • უფლება სამართლიან სასამართლოზე და საპროცესო გარანტიები; 
  •  დემოკრატიული ინსტიტუტების მედეგობა კრიზისების დროს; 
  • „რთული საქმეები“ საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:  

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა საქართველო, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 ტელ.: +9955 (77) 553391 ელფოსტა:

2024 

ბანერები