სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ვაკანსია

ახალი ამბები

სამართლის სკოლის  საბჭოს (სხდომის ოქმი N4; 05.07.2024) გადაწყვეტილებით, 8 ივლისიდან გამოცხადდა კონკურსი სამართლის სკოლის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

რეგისტრაცია დაიწყება 9 ივლისის, 10:00 საათიდან და გაგრძელდება 12 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით.

კანდიდატმა ქვემოთ მითითებული საბუთები უნდა წარადგინოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (ოთახი E109), მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5:

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
  • რეზიუმე/CV
  • სამართლის სკოლის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (კანდიდატი უნდა იყოს სამართლის სკოლის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი);
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) (უცხოეთში მიღებული აკადემიური ხარისხის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
  • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება)

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

  • კანდიდატი უნდა იყოს სამართლის სკოლის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი; 
  • კანდიდატს უნდა ქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლების დამადუსტერებელი დოკუმენტი;
  • აუცილებელია უმაღლესი განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

არჩევნები ჩატარდება 2024 წლის 25 ივლისს.

2024

ბანერები