


შიდა მობილობა სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე აცხადებს შიდა მობილობას 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შიდა მობილობა გამოცხადდა სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის 20 ვაკანტურ ადგილზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შიდა მობილობის შესახებ სტუდენტთა მიერ განცხადებების დაწერის ბოლო ვადა განისაზღვრა 2024 წლის 20 ივლისის 23:59 საათის ჩათვლით.
სტუდენტთა მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შიდა მობილობის შესახებ განაცხადი უნდა გაკეთდეს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემა „არგუსის“საშუალებით.
სამართლის სკოლაში საბაკალავრო პროგრამაზე გადასვლის მსურველი პირების რეიტინგი დგება ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულების საფუძველზე.ის სტუდენტები, რომლებიც სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე ჩაირიცხნენ კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, შიდა მობილობაში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის გარეშე და არ იქნებიან გათვალისწინებული ვაკანტური ადგილების რაოდენობაში.
2024