სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საქართველოს პირველი კონსტიტუცია 100 წლის შემდეგ: სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები

ღონისძიებები

19 თებერვალს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და ასთან არსებული სამეცნიერო ჟურნალი „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ გიწვევთ 1921 წლის კონსტიტუციის მიღების 100 წლისთავადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „საქართველოს პირველი კონსტიტუცია 100 წლის შემდეგ: სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები“.  

ღონისძიებას გახსნიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი და ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი ქრისტინე ფაღავა-ულეზი.

მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული მომხსნებლები საქართველოდან, ლიეტუვადან, პოლონეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საფრანგეთიდან.  

ღონისძიება წარიმართება პანელური დისკუსიის ფორმატით. 

პირველ პანელურ დისკუსის  მოწვეულ მომხსენებლებთან  გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ჟურნალის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი. 

მეორე პანელურ დისკუსიას კი გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ბექა კობახიძე. 

დისკუსიის მონაწილე ავტორები: 

  • სტივენ ჯონსი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ჰანნა სუხოცკა, პროფესორი, ადამ მიცკევიჩის სახელობის პოზნანის უნივერსიტეტი, ვენეციის კომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და საპატიო პრეზიდენტიპოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 
  • დაინიუს ზაკიმასი, ლიეტუვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეპროფესორი, ვილნიუსის უნივერსიტეტი 
  • ბექა კობახიძე, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • გიორგი პაპუაშვილი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე 

მომხსენებლები ისაუბრებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: კონსტიტუციის შემუშავება და მიღების პროცესი: ლიეტუვის, პოლონეთისა და საქართველოს პერსპექტივები. ასევე კავკასიის გეოპოლიტიკა და საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება კონსტიტუციის შემუშავების პერიოდისთვის.

მომხსნებლები უპასუხებენ აუდიტორიის შეკითხვებსაც.

ღონისძიების დასრულებისთანავე დისკუსიის ვიდეოჩანაწერი განთავსდება აქ - http://clr.iliauni.edu.ge/ 

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) 

დრო: 19 თებერვალი, 18:00 საათი 

ადგილმდებარეობა: zoom: https://bit.ly/3ub2EGC

Meeting ID: 832 6592 6486
Passcode: 547237

 

ბანერები