


სამართლის სკოლის სტუდენტები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეორე კურსის სტუდენტები 2013 წლის 3 ოქტომბერს სასწავლო კურსის - „სამართლის პროფესიების“ ფარგლებში ეწვივნენ ქალაქ ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს.
სტუდენტები შეხვდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს - გიორგი პაპუაშვილს, სადაც ისინი, საკონსტიტუციო სასამართლო სისტემას და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, ასევე მათ მოისმინეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეცედენტულ და მნიშვნელოვანი გადაწვეტილებებზე. სტუდენტებმა დაათვალიერეს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა, მათ შორის სასამართლო სხდომათა დარბაზები და 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მიღების პროცესის ამსახველი ფოტო-გამოფენა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ილიაუნის სტუდენტთა გაცნობითი ვიზიტები სისტემური ხასიათისაა, შემდეგი ასეთი ვიზიტი განხორციელდება რამოდენიმე კვირაში. სტუდენტები ვიზიტის თარიღისა და დროის შესახებ დამატებით მიიღებენ შეტყობინებას არგუსი-ს მეშვეობით.