


სამართლის სკოლის სტუდენტები Erasmus+ გაცვლითი პროგრამებით 2024-2025 წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლებლად იტალიასა და ესპანეთში გაემგზავრნენ
ახალი ამბები
სამართლის სკოლის სამაგისტრო საფეხურის სამართლის სტუდენტები, მარიამ ბაღდავაძე და მარიამ ქობალია, 2024-2025 წლის გაზაფხულის სემესტრში გაცვლითი პროგრამით გაემგზავრნენ იტალიაში (მილანის უნივერსიტეტში, University of Milan) პროგრამებზე სამართალი და მდგრადობის განვითარება და სამართალი და კორპორატიული მმართველობა სასწავლებლად.
2024-2025 წლის გაზაფხულის სემესტრში ესპანეთში ვალიადოლიდის უნივერსიტეტსა (The University of Valladolid) და უელვის უნივერსიტეტში (UNIVERSIDAD DE HUELVA) გაცვლითი პროგრამით გაემგზავრნენ სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სამართლის პროგრამის სტუდენტები, ანანო რაქვიაშვილი და თამარ ჩხიკვაძე, პროგრამებზე ევროპული, საერთაშორისო და შედარებითი სამართალი და სოციალური მუშაობა და ჰუმანიტარული მეცნიერებები სასწავლებლად.
სამართლის სკოლის სტუდენტი მარიამ სხვიტარიძე ნომინირებულია და გაზაფხულის აკადემიურ სემესტრს გაივლის ავსტრიაში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU).
სამართლის სკოლის სტუდენტი ელენე ნარმანია პროექტის MIND 23 ფარგლებში 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის გაგრძელებას პორტუგალიაში, მინიოს უნივერსიტეტში (University of Minho) გეგმავს.
სამართლის სკოლა სტუდენტებს წარმატებას უსურვებს და მოუწოდებს ჩვენი სკოლის დანარჩენ სტუდენტებსაც სურვილის შემთხვევაში აქტიურად გამოიყენონ გაცვლითი პროგრამებით სწავლების შესაძლებლობა.
2025