სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ აცხადებს ნაშრომების მიღებას 2021 წლის დეკემბრის ნომერში გამოსაქვეყნებლად

„საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ აცხადებს სამეცნიერო ნაშრომების მიღებას ჟურნალის მომდევნო ნომერში (2021 წლის დეკემბერი) გამოსაქვეყნებლად.

ჟურნალის შესახებ:

„საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ ორენოვანი, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალია (განთავსებული EBSCO სამეცნიერო კვლევით ბაზაში), რომელსაც გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. ჟურნალში იბეჭდება სტატიები, ნარკვევები, მიმოხილვები, ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზი.

სამეცნიერო ნაშრომის წარდგენის მსურველი:

სამეცნიერო ნაშრომების წარდგენა შეუძლიათ სამართლის და მომიჯნავე სფეროში მომუშავე მეცნიერებს, ექსპერტებს, პრაქტიკოს იურისტებსა და სტუდენტებს.

სამეცნიერო ნაშრომის წარდგენის მსურველთათვის

თემატიკა

ჟურნალის მომდევნო ნომრისთვის ავტორებს შეუძლიათ წარმოადგინონ ნაშრომები შემდეგ თემატიკაზე: ტრანზიციული (გარდამავალი) მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები; მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მოდელები და მისი თავსებადობა კონსტიტუციონალიზმის ფუძემდებლურ პრინციპებთან.

აკადემიური ნაშრომის წარდგენის წესი და ტექნიკური ხასიათის მოთხოვნები:

  • აკადემიური ნაშრომი მიიღება უშუალოდ ავტორებისგან;
  • ნაშრომის წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • აკადემიური ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური, არ უნდა იყოს გამოქვეყნებული (გარდა უცხოური სტატიის თარგმანისა);
  • ნაშრომს უნდა ერთოდეს 150-200-სიტყვიანი აბსტრაქტი და ავტორის რეზიუმე;
  • რედაქტირების დროს შესაძლებელია აკადემიური ნაშრომის ზომისა და შინაარსის კორექტირება;
  • აკადემიური ნაშრომის დაბეჭდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო საბჭო;
  • განსახილველად წარმოდგენილი აკადემიური ნაშრომი უნდა იყოს დასრულებული;
  • მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Word) არა უმეტეს 6 000 სიტყვისა; შრიფტი Sylfaen (ნაშრომის ქართულად წარმოდგენის შემთხვევა) ან Times New Roman (ნაშრომის ინგლისურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში). შრიფტის ზომა: 12, ხაზებს შორის დაშორება 1.5 სმ.
  • აკადემიური ნაშრომის შერჩევისა და დაბეჭდვის გადაწყვეტილების მიღებისას განმსაზღვრელია ნაშრომის ხარისხი და აქტუალურობა.

ციტირება და პლაგიატი:

ჟურნალში განსათავსებელი აკადემიური ნაშრომების ციტირების სახელმძღვანელო სტანდარტებს გაეცანით შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3xgsrgJ

ჟურნალის რედაქცია

ჟურნალის რედაქციასთან დაკავშირება და აკადემიური ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: clr@iliauni.edu.ge არა უგვიანეს 2021 წლის 11 ოქტომბრისა.

2021 წელი

ბანერები