სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საერთაშორისო სამართლის თვე: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტები და გამოწვევები

ღონისძიებები

27 დეკემბერს, 19:00 საათზე, გაიმართება საერთაშორისო სამართლის თვის მეხუთე ლექცია თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტები და გამოწვევები“.

მომხსენებელი სოფიო ბენაშვილი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ოფისის პროექტების მენეჯერი/ადამიანის უფლებათა ექსპერტი

მომხსენებელი განიხილავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს, მათი დანერგვის მდგომარეობას საქართველოში და მასთან დაკავშირებულ მიღწევებსა და დაბრკოლებებს.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ლექციაზე დამსწრე სტუდენტთა რაოდენობა შეზღუდულია და უპირატესობა მიენიჭება ადრეულ რეგისტრაციას.

რეგისტრაციის ბმული: https://bit.ly/3piKeTN

დრო: 27დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: A 405 აუდიტორია, (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2021 წელი

 

ბანერები