სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საერთაშორისო სამართლის თვე

ღონისძიებები

2-27 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტირებული სასამართლო პროცესების კლუბისა და სამართლის ასოცირებული პროფესორის თინათინ გოლეთიანის ეგიდით წარმოგიდგენთ საერთაშორისო სამართლის თვეს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დეკემბრის თვეში, ყოველკვირეულად საერთაშორისო სამართლის წამყვანი სპეციალისტები წაიკითხავენ ლექციებს საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა აქტუალურ თემებზე. ლექციები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის მოქალქეობის არქონის ფენომენი, ოკუპაცია, არბიტრაჟი და ა.შ.

ინფორმაცია შეხვედრების შესახებ განახლდება.

ღონისძიებების განრიგი


შეხვედრის თემა: მოქალაქეობის არქონის ფენომენი და საერთაშორისო სამართალი

მომხსენებელი: სალომე ქუსიკაშვილი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგნელობა საქართველოში; მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში

დრო: 2 დეკემბერი, 18:00 საათი

ვრცლად:  https://bit.ly/3E6uAQj


შეხვედრის თემა: ინვესტორი – სახელმწიფო დავის გადაწყვეტა: უკრაინის პერსპექტივა

მომხსენებელი: ნიკოლაი იურლოვი, უკრაინული იურიდიული კომპანია Marchenko Partners-ის იურისტი

დრო: 9 დეკემბერი, 20:00 საათი

ვრცლად: https://bit.ly/3dvbIie


შეხვედრის თემა: საერთაშორისო სამართლის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში

მომხსენებელი: გიორგი ნაკაშიძე, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი

დრო: 14 დეკემბერი, 21:00-22:30 საათი

ვრცლად: https://bit.ly/33jNJkr


შეხვედრის თემა: ოკუპაციის სამართლებრივი რეჟიმი და საბაზისო პრინციპები

მომხსენებელი: თამარ თომაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ- პროფესორი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი

დრო: 24 დეკემბერი, 20:00 საათი

ვრცლად: https://bit.ly/3s7SN5B


შეხვედრის თემა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტები და გამოწვევები

მომხსენებელი: სოფიო ბენაშვილი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ოფისის პროექტების მენეჯერი/ადამიანის უფლებათა ექსპერტი

დრო: 27დეკემბერი, 19:00 საათი

ვრცლად: https://bit.ly/3Jc9bIs

2021 წელი

ბანერები