სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საერთაშორისო სამართლის თვე: შეხვედრა სალომე ქუსიკაშვილთან

ღონისძიებები

2 დეკემბერს, 18:00 საათზე საერთაშორისო სამართლის თვის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის მრჩეველთან სამართლებრივ საკითხებში, სალომე ქუსიკაშვილთან.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ლექციაზე დამსწრე სტუდენტთა რაოდენობა შეზღუდულია და უპირატესობა მიენიჭება ადრეულ რეგისტრაციას. გაცნობებთ, რომ ლექციაზე დასწრებისთვის აუცილებელი პირობაა მწვანე პასპორტი.

ლექციაზე დასწრებისთვის რეგისტრაციის ბმული: https://bit.ly/3E07R8y

დრო: 2 დეკემებრი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: A 405 აუდიტორია, (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2021 წელი


 

 

 

 

 

 

ბანერები