სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„როგორც მე მინდა” – ფილმის ჩვენება და დისკუსია

ღონისძიებები

3 დეკემბერს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“, საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსთან თანამშრომლობით, გამართავს ფილმის –„როგორც მე მინდა” – ჩვენებასა და დისკუსიას.

ფილმის შესახებ

ეს არის ამბავი ეგვიპტის 2011 წლის 25 იანვრის რევოლუციის შესახებ, როდესაც მუჰამედ მორსის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე კაცების ჯგუფი ქალებს დაესხა თავს. თავდასხმის ეპიცენტრში მოხვედრილმა კინორეჟისორმა კაიროს ქუჩებში მოსიარულე ბრბო გადაიღო, რომელიც სასტიკად გაუსწორდა თავსაბურის გარეშე გამოსულ მომიტინგე ქალებს.

ფილმში კულმინაციური მომენტი რეჟისორის, სამაჰერ ალქადის ორსულობის გამჟღავნების ეპიზოდია, როცა იგი იძულებული ხდება დაფიქრდეს ქალების აღზრდაზე, მათ თავისუფლებასა და ბედზე ისლამურ სამყაროში.

ფილმის შემდგომი დისკუსია შეეხება ისლამურ ფემინიზმსა და ისლამურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს.

მომხსენებელები

  • მაიკე ვან კოლდამი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი;
  • თამარ ცხადაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

მოდერატორი

  • ვიკა შაყულაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი.

ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე 2 დეკემბრამდე: https://tinyurl.com/jkfmxjrk

სემესტრის ბოლოს გამოვლინდება ადამიანის უფლებათა მიმართულების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დამსწრე 3 ყველაზე აქტიური (აქტიურობა გამოითვლება დასწრების ფურცელზე ხელმოწერების რაოდენობით) სტუდენტი, რომელსაც სამართლის სკოლის დეკანი დააჯილდოვებს.

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური

დრო: 3 დეკემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ , ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

სწრაფი ბმულები:

  • კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განრიგი

2022 წელი

ბანერები