სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ქართული სამართლებრივი კულტურის განვითარება განათლებისა და კვლევის მეშვეობით: პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია

ღონისძიებები

18 დეკემბერს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიაუნის სამართლის სკოლის ღონისძიება – ქართული სამართლებრივი კულტურის განვითარება განათლებისა და კვლევის მეშვეობით: პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია.

ღონისძიება ტარდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

დამსწრე აუდიტორიას მიმართავენ სამართლის სკოლის დეკანი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენელი.

პრეზენტაციისას პროექტში ჩართული პროფესორები წარმოადგენენ სამოდელო კვლევებს შემდეგ საკითხებზე:

  1. „საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის რეფორმა პოსტ-საბჭოთა საქართველოში: გამოწვევების ანალიზი საბჭოთა მემკვიდრეობითობის ჭრილში“.
  2. „ადვოკატი - პროფესია ტოტალიტარული სისტემის ჩრდილში“
  3. „ეკონომიკური და საკანონმდებლო ცვლილებები: მიწასთან დაკავშირებული პრაქტიკებისა და მორალის სიმრავლე დუშეთის სოფლებში“.

მომხსენებლები

გიორგი მელაძე, ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი
მარიამ დარჩიაშვილი, ილიაუნის ასისტენტ პროფესორი
ირაკლი ხვადაგიანი, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი.

გარდა ამისა, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ პროექტში ჩართულ ექსპერტთა მიერ შემუშავებულ, ინტერდისციპლინურ აკადემიურ სილაბუსს საგნისთვის: „ქართული სამართლებრივი კულტურის საფუძვლები“.

სწორედ მოცემული სილაბუსის საფუძველზე, ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ბაზაზე, ფუნქციონირებას დაიწყებს ქართული სამართლებრივი კულტურის შემსწავლელი ლაბორატორია, რომლის პრეზენტაციაც იმავე დღეს გაიმართება.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 18 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი", ი.ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები