სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ქალთა მიმართ ძალადობის გაზრდილი რისკები პანდემიის დროს

ღონისძიებები

6 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით დისტანციურ რეჟიმში, პლატფორმის Zoom მეშვეობით, გამართავს დისკუსიას თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობის გაზრდილი რისკები პანდემიის დროს“.  

დისკუსიაზე ვისაუბრებთ, იმატა თუ არა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის რიცხვმა კარანტინის პერიოდში, როგორია სახელმწიფოს პასუხი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გაზრდილ რისკებზე, როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები, თუ ძალადობის მსხვერპლი ან მოწმე გახდებიან.  

პანდემიით გამოწვეული საფრთხის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმმა ბევრი ქალი მოძალადესთან ერთად ოთხ კედელში „გამოკეტა“, ბევრ მათგანს ეკონომიკური სიდუხჭირის, შიშისა თუ ბევრი სხვა ფაქტორის გამო წასასვლელი არსად აქვს. 

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა უკვე გამოთქვა შეშფოთება, რომ წევრ ქვეყნებში დაწესებული კარანტინის რეჟიმი ქალთა მიმართ ძალადობის რისკებს ზრდის. 

მომხსენებელი: გოგა ხატიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, შსს-ის ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი 

მოდერატორი: მარიამ მელქაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი

დრო6 აპრილი, 18:00-19:30 საათი

* ყველა ღონისძიება გაიმართება Zoom-ის მეშვეობით.

* ღონისძიებებზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია https://tinyurl.com/uw2z8s8  

დისკუსია ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, დისტანციური დისკუსიების სერიის „ადამიანის უფლებები პანდემიის დროს“ ფარგლებში. 

2020 წელი 

ბანერები