სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დისკუსიების სერია „ადამიანის უფლებები პანდემიის დროს“

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, 6-დან 11 აპრილის ჩათვლით გამართავს დისტანციური დისკუსიების სერიას „ადამიანის უფლებები პანდემიის დროს“. 

ახალი კორონა ვირუსის (COVID – 19) მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ პანდემიად გამოაცხადების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა საქართველოშიც გამოცხადდა. საქართველომ, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-15 მუხლის თანახმად, ევროპის საბჭოს სხვა წევრი სახელმწიფოების მსგავსად უკვე გააკეთა დათქმა პანდემიით განპირობებული საგანგებო მდგომარეობის გამო ზოგიერთი უფლების შესაძლო შეზღუდვის შესახებ. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა ლეგიტიმური ინტერესია, რის დასაცავადაც მართლზომიერად შეიძლება შეიზღუდოს ადამიანების პირადი თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, რელიგიის თავისუფლება და ა.შ. შეზღუდვებმა აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში და უნდა წარმოადგენდეს პროპორციულ ზომას ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. 

ამასთან ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული კრიზისის პერიოდში საქართველოს აქვს პოზიტიური ვალდებულება დაიცვას ადამიანის უფლებები, მათ შორის სიცოცხლის უფლება და პირადი ცხოვრების უფლება, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს მოსახლეობის საკმარისად ინფორმირება და პრევენციული ზომების დროულად გატარება. 

ადამიანის უფლებების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის დროს. ამ კრიზისის საპასუხოდ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. დისტანციური დისკუსიების მიზანი არის არა მხოლოდ კრიზისის პერიოდში სახელმწიფოს ვალდებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სისტემის შესახებ საუბარი, არამედ ჰუმანიზმის, სოლიდარობის და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე მსჯელობა.

* ყველა ღონისძიება გაიმართება Zoom-ის მეშვეობით.

* ღონისძიებებზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია –https://tinyurl.com/uw2z8s8 

ღონისძიებების განრიგი


ქალთა მიმართ ძალადობის გაზრდილი რისკები პანდემიის დროს 

პანდემიით გამოწვეული საფრთხის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმმა ბევრი ქალი მოძალადესთან ერთად ოთხ კედელში „გამოკეტა“, ბევრ მათგანს ეკონომიკური სიდუხჭირის, შიშისა თუ ბევრი სხვა ფაქტორის გამო წასასვლელი არსად აქვს.

დრო: 6 აპრილი, 18:00-19:30 საათი  

ვრცლად - https://bit.ly/39J2n1T


გვჭირდება თუ არა ინკლუზია საგანგებო მდგომარეობისას?

2020 წლის 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ასეთ დროს სახელმწიფოს ყურადღება Მიმართული უნდა იყოს თუ არა ინკლუზიურობაზე? რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირებისთვის. Ასვე რა ზომებს მიმართავს სახელმწიფო იმ ჯგუფების იდენტიფიცირებისა და დახმარებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით განიცდიან COVID-19-ის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს. 

დრო: 7 აპრილი, 19:00-20:30 საათი

ვრცლად - https://bit.ly/2R6727I


ფილმის „გორაკებს მიღმა“ ჩვენება და დისტანციური დისკუსია

„გორაკებს მიღმა“/Beyond the Hills რუმინელი რეჟისორის, კრისტიან მუნჯიუს კანის ფესტივალზე ნომინირებული ფილმი, გვიყვება რომელიც ახალგაზრდა მონაზვნის, ვოიჩიტასა და მისი მეგობრის, ალინას ამბავს. იგი პირქუშ რუმინულ მონასტერში მონაზვნად აღკვეცილი მეგობრის გერმანიაში დაბრუნებას ცდილობს.

დრო: 8 აპრილი, 19:00-20:30 საათი 

ვრცლად - https://bit.ly/3aGOym1


გამოხატვის თავისუფლება პანდემიის დროს

მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის პირობებში მედიას კრიტიკული როლი აქვს, რადგან საზოგადოებისათვის ზუსტი, ობიექტური, დროული და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება უმნიშვნელოვანესია. თუმცა მოვლენების განვითარების სისწრაფე ჟურნალისტების საქმიანობას ართულებს. ამავდროულად ისინი საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად თითქმის 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

დრო: 10 აპრილი, 19:00-20:30 საათი 

ვრცლადhttps://bit.ly/2R8VMrb


ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია და ადამიანის უფლებათა შეზღუდვის ფარგლები პანდემიის დროს

ადამიანის უფლებების დაცვა პანდემიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასეთ ექსტრაორდინარულ სიტუაციაში სახელმწიფოებს აქვთ დიდი გამოწვევა, არაპროპორციული სიმკაცრით არ შეზღუდონ ადამიანის უფლებები.

დრო: 11 აპრილი, 17:00-18:30 საათი

ვრცლად - https://bit.ly/3bMi21Z

ბანერები