სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პრაქტიკული უნარების სწავლების განვითარება სამი უნივერსიტეტის ერთობლივი მუშაობა

ახალი ამბები

12-13 ნოემბერს, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქართული სამართლებრივი კულტურის განვითარება მომავალი იურისტების პრაქტიკული უნარების ზრდის მეშვეობით“ ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობისა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტების ცხრა პროფესორი შეხვდა პრაქტიკული უნარების სწავლების განვითარებაზე სამუშაოდ. პროფესორებმა განიხილეს საბაკალავრო პროგრამის ოთხი სავალდებულო საგნის სილაბუსი - ვალდებულებითი სამართალი, კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობების სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი და საკორპორაციო სამართალი. სილაბუსების განხილვის მიზანს წარმოადგენდა პრაქტიკული უნარების სწავლების გაძლიერება თითოეულ საგანში.

ოთხივე საგნის სილაბუსში განახლდა ლიტერატურა და სალექციო თემები და პროფესორები შეთანხმდნენ გაცვლითი ლექციების ჩატარებაზე.

შეხვედრაზე, პროფესორებმა, ასევე, განიხილეს ერთობლივი სამეცნიერო კონკურსების ჩატარების საკითხი, მათ შორის ესეებისა და აკადემიური პოსტერების მიღებისა და იმიტირებული სასამართლო ღონისძიებების სახით. აღნიშნული კონკურსები გათვალისწინებული იქნება მხოლოდ დასახელებული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის და გამოცხადდება მომდევნო დღეების განმავლობაში.

კონკურსების ფარგლებში, სტუდენტები გაივლიან აკადემიური წერის ტრენინგს, რომელიც დადებით ზეგავლენას მოახდენს მათ კვლევით და წერით უნარებზე. აკადემიური პერსონალი მხარს დაუჭერს უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის კომუნიკაციის გაზრდას იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს, კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად, უნივერსიტეტთაშორისი ჯგუფების შექმნა.

2022 წელი

ბანერები