სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პანელური დისკუსია „ფსიქოლოგიური ძალადობა – ქალთა მიმართ ძალადობის უხილავი ფორმა და მსხვერპლთა მხარდაჭერის მექანიზმები“

ღონისძიებები

4 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) თანამშრომლობით გიწვევთ პანელურ დისკუსიაზე „ფსიქოლოგიური ძალადობა – ქალთა მიმართ ძალადობის უხილავი ფორმა და მსხვერპლთა მხარდაჭერის მექანიზმები”.

ღონისძიება გაიმართება Zoom-ის ფორმატში. დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/y8yn3m8b

მომხსენებლები:

  • მაკა ფერაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი;
  • მერი მაღლაფერიძე, სახელმწიფოს ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს დირექტორი;
  • მარი მესხი, მოწვეული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში;
  • დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი ელენე ჯანელიძე.

დისკუსიის შესახებ

ფსიქოლოგიური ძალადობის განმარტება რთულია, თუმცა სამართლებრივი ენით ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას; მასთან ბრძოლის თემა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას ადამიანისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია.

დისკუსიაზე ვისაუბრებთ ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებზე, თუ რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლ ქალებს.. როგორ უნდა მოიქცნენ და ვის უნდა მიმართონ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლმა ან ამ ფაქტის მოწმე მოქალაქეებმა.

დრო: 4 დეკემბერი, 17:00 საათი

ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა Zoom-ის საშუალებით

დასწრება: თავისუფალი, წინასწარი რეგისტრაციით

სწრაფი ბმულები:

2021 წელი

 

ბანერები