ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი კამპანია

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) თანამშრომლობით ტრადიციულად უერთდება გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიან გლობალურ კამპანიას.

გენდერული ძალადობის აღმოფხვრის კამპანია, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, აერთიანებს სხვადასხვა აქტივობას, რომელთა საერთო მიზანია ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კამპანიის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება რამდენიმე ღონისძიებას გამართავს.


ღონისძიებების განრიგი


დისკუსია სერიალზე „მოახლე” (Maid)

დრო: 27 ნოემბერი, 12:00 საათი

ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა Zoom-ის საშუალებით

ვრცლად: https://bit.ly/3HFgho6


პანელური დისკუსია „ფსიქოლოგიური ძალადობა – ქალთა მიმართ ძალადობის უხილავი ფორმა და მსხვერპლთა მხარდაჭერის მექანიზმები“

დრო: 4 დეკემბერი, 17:00 საათი

ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა Zoom-ის საშუალებით

ვრცლად: https://bit.ly/3oVDZEe

2021 წელი

 

 

ბანერები