სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პანელური დისკუსია „ძალადობის მსხვერპლის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა“

დისკუსიები

7 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გიწვევთ სოკრატეს კლუბისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლობით ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე, რომელზეც განხილული იქნება ე.მ.-ს საქმე (2022 წელი, 13 აპრილი).

ე.მ.-ს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ საკუთარ გამოცდილებაზე საჯაროდ საუბრის შემდეგ მის წინააღმდეგ სარჩელი იქნა შეტანილი ცილისწამებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველს სექსუალური შევიწროების ფაქტი უკვე დადგენილი ჰქონდა. წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ, რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს მსხვერპლისათვის სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა და ამით მოძალადის პატივსა და ღირსებას ადგება თუ არა რაიმე ზიანი.

საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში განიხილეს. სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით მსჯელობა უმნიშვნელოვანესია, თუკი მსხვერპლს სახალხო დამცველის მიერ დადგენილი ფაქტების უარყოფის ვალდებულება ექნება, ეს გამოიწვევს მისი უფლებების შელახვასა და მეორად ვიქტიმიზაციას, ასევე სექსუალური შევიწროებით გამოწვეული განცდილი ძალადობის მინიმიზაციას. შესაბამისად, საჭიროა, ვისაუბროთ მსხვერპლის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობასა და ფარგლებზე.

სოკრატეს კლუბი, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ახალი პროექტი, მიზნად ისახავს მნიშვნელოვან და საინტერესო გადაწყვეტილებათა ანალიზს ადამიანის უფლებათა ჭრილში და მათზე დისკუსიების წარმართვას.

სემესტრის ბოლოს გამოვლინდება ადამიანის უფლებათა მიმართულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დამსწრე 3 ყველაზე აქტიური (აქტიურობა გამოითვლება დასწრების ფურცელზე ხელმოწერების რაოდენობით) სტუდენტი, რომელთაც სამართლის სკოლის დეკანი დააჯილდოებს.

დასწრება თავისუფალია. ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 7 დეკემბრამდე მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/4pcyeka7

მომხსენებლები:

  • ცირა ჯანანაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი
  • ქეთევან შუბაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • ეკატერინე მესხიძე, საქმის მონაწილე მხარე

მოდერატორი

  • თამთა კახიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 7 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32).

2022 წელი

ბანერები