სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კურსი „სამართალი კინოში“ სტუდენტებისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სამართლის საბჭო და სამართლის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს კურსს „სამართალი კინოში“.

კურსი მოიცავს 10 შეხვედრას. მოწვეული პროფესორები ფილმებში წამოჭრილი სამართლებრივი პრობლემების საფუძველზე აუდიტორიასთან ინტერაქციულ დისკუსიას გამართავენ, გააანალიზებენ ფილმებში წარმოდგენილ სამართლებრივ საკითხებს, გაავლებენ პარალელებს სამართლის თანამედროვე გამოწვევებთან და იმსჯელებენ ამ საკითხების აქტუალურობაზე საქართველოში.

სტუდენტები ნახავენ მსოფლიო კინემატოგრაფიის ფილმებს, რომლებშიც აქტუალურად არის წამოჭრილი სამართლებრივი საკითხები. გაიღრმავებენ პროფესიულ ცოდნას, შეაფასებენ სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზას და საკუთარ თავს დილემის წინაშე აღმოჩენილი პერსონაჟების ადგილას წარმოიდგენენ. ეს გამოცდილება მათ დაეხმარება როგორც მომავალ იურისტებსა და მოქალაქეებს, უკეთ დაინახონ სამართლებრივი გადაწყვეტილებების სირთულე და სხვადასხვა პერსპექტივის გათვალისწინებით მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილებები.

კურსი დაიწყება 17 ოქტომბერს და გაიმართება ყოველ შაბათს, 11:00-13:00 საათზე, წიგნის სახლ „ლიგამუსში“. დასკვნით შეხვედრაზე მონაწილეებს, რომლებიც დაესწრნენ შეხვედრების 80 პროცენტს, გადაეცემათ სერტიფიკატები. ეს წარჩინებულ სტუდენტებს დაეხმარება სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებაში.

ადგილები შეზღუდულია. შეირჩევა პირველად დარეგისტრირებული 50 სტუდენტი.

რეგისტრაციის ვადა: 14 ოქტომბრის ჩათვლით

რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/HbDeJHKbf4yrNwqf7

2026

 

 

ბანერები