


კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS-ის 3 თვიანი კომპლექსური პროგრამები ადვოკატის საპროცესო უნარჩვევებში.
კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS ილიაუნის კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამის 2 სტუდენტს უფასოდ ჩარიცხავს CLS-ს სამოქალაქო სამართლის სკოლაში და გაატარებს სპეციალიზირებულ 3 თვიან კომპლექსურ სერთიფიცირებულ პროგრამებს ადვოკატის საპროცესო უნარ-ჩვევებში.
CLS -ში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სამი თვის განმავლობაში შეიძინონ და გაიღრმავონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გახდნენ ევროსტანდარტების შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვილი ადვოკატი.
CLS -ის პროგრამებს უძღვებიან ცნობილი პროფესორები, ადვოკატები და მოსამართლეები.
CLS -ის პროგრამა ეფუძნება სამართლის და სხვა დარგებში საქართველოსა და უცხო ქვეყნის გამოცდილებას.
აკრედიტაცია
მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის ადვოკატთა სკოლას CLS - სს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მინიჭებული აქვს ორგანიზაციული აკრედიტაცია, რაც უზრუნველყოფს ადვოკატთა განგრძობად განათლებას.
სტაჟირება:
პროგრამის დასრულებისას გათვალისწინებულია სტაჟირება ცნობილ საადვოკატო ფირმებში და თბილისის მერიის „თბილისელების ადვოკატი“-ს სამსახურში.
ინფრასტრუქტურა:
CLS-ს გააჩნია ევროსტანდარტების შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურა და (აუდიტორიები, საპრეზენტაციო დარბაზი, ბიბლიოთეკა)
CLS -ში მიიღებიან იურისტები და საბაკალავრო პროგრამის ის სტუდენტებიც რომელთაც გავლილი აქვთ შესაბამისი პროცესი.
CLS -ში თითოეულ სკოლაში 3 თვიან ინტენსიურ (კომპლექსურ) პროგრამებზე სწავლის სრული საფასური შეადგენს - 749 ლარს, რომლის გადახდაც მსურველებს შეუძლიათ სრულიად უპროცენტო 24 თვემდე მომენტალური განვადებით, მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენით. ილიაუნის სამართლის სკოლის სამაგისტრო საფეხურის 2 სტუდენტს აღნიშნული პროგრამის გავლა შეეძლებათ უფასოდ!
CLS-ში სრულდება I ნაკადის სწავლა, სადაც პროგრამას გადიან ილიას უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის რამოდენიმე სტუდენტი.
მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში თითოეული პროგრამის გავლა სტუდენტებს ჩაეთვლებათ სავალდებულო პრაქტიკულ კომპონენტში და მიიღებენ შესაბამის - 6 კრედიტს.
განრიგი: მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 2-3 ჯერ 18 საათიდან, შეთანხმებულ დროს (კვირისა და უქმე დღეების გარდა) 2-2.5 საათიანი ხანგრძლივობით.
დაწვრილებითი ინფორმაციიასათვის ეწვიეთ კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS ვებ გვერდს http://www.clsgeo.ge
ან დაუკავშირდით
lawyers.school@yahoo.com
https://www.facebook.com/kavkasiisadvokatta.skola
2183637;
599177573
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მიმართოთ ილიაუნის სამართლის კლინიკის ხელმძღვანელს ამირან მეშველიშვილს amiran.meshvelishvili@iliauni.edu.ge .
გისურვებთ წარმატებას და პროფესიულ წინსვლას.