სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჟურნალ „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვის“ XV ნომრის პრეზენტაცია და დისკუსია

დისკუსიები

10 სექტემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მასთან არსებული სამეცნიერო ჟურნალი „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ გიწვევთ ჟურნალის XV ნომრის პრეზენტაციასა და დისკუსიაზე: „მართლმსაჯულება და დემოკრატია – სასამართლო კონტროლის ბოროტად გამოყენების ფორმები“.

ღონისძიებას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრული პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი.

მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული მომხსენებლები საქართველოდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ღონისძიება წარიმართება პანელური დისკუსიის ფორმატით.

მოწვეულ მომხსენებლებთან დისკუსიას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ჟურნალის სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი.

დისკუსიის მონაწილე ავტორები:

  • დევიდ ლანდაუ, პროფესორი, საერთაშორისო პროგრამების ასოცირებული დეკანი, ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა;
  • დავით ზედელაშვილი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა;
  • ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი (2017-2021 წწ.) და არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დამფუძნებელი.

მომხსენებლები ისაუბრებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: მართლმსაჯულება და დემოკრატია; მართლმსაჯულების როლი და სასამართლო კონტროლის ბოროტად გამოყენების ფორმები დემოკრატიის წინააღმდეგ; აღმოსავლეთ ევროპული გამოცდილება და ქართული კონტექსტი.

ღონისძიების დასრულებისთანავე დისკუსიის ვიდეოჩანაწერი განთავსდება აქ – http://clr.iliauni.edu.ge/

სამუშაო ენები: ინგლისური და ქართული (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

დრო: 10 სექტემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: Zoom

2021 წელი

 

ბანერები