სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

იმიტირებული სასამართლო პროცესი სამოქალაქო სამართალში

"იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი” და ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლა თბილისის სააპელაციო სასამართლოში აწყობენ იმიტირებულ პროცესს სამოქალაქო სამართალში.

იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაკალვარიატის საფეხურის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს.

დაინტერესებულმა პირები 5 აპრილამდე უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/ZvGI4Y

მონაწილეთა შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:

1) მასალების გადარჩევა

2) გასაუბრება.

გასაუბრების შედეგად შერჩეული სტუდენტები გაივლიან მოსამზადებელ ტრეინინგს სარჩელის, შესაგებლისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების მომზადებასთან დაკავშირებით.

ტრენინგის შემდგომ მონაწილეები დაიყოფიან გუნდებად და გადაინაწილებენ როლებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმიტირებული პროცესი ჩატარდება ორ ტურად: პირველ ტურში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ ტურში.

ფინალური ტურში გამარჯვებული გუნდის თითოეული წევრი პროფესიული პრაქტიკას გაივლის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 5 აპრილი.

ბანერები