სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლა და გრაცის უნივერსიტეტი განიხილავენ თანამშრომლობის შესაძლებლობებს

ახალი ამბები

ილიაუნის სამართლის სკოლა მოხარულია უმასპინძლოს გრაცის უნივერსიტეტის დელეგაციას, პროფესორ იურგენ პირკერსა და ასოცირებულ პროფესორ ბენედიკტ ჰარცლს. გრაცის უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდებიან პროფესორ გიორგი პაპუაშვილის, სამართლის სკოლის დეკანს, ასევე სხვა აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს. შეხვედრა გაიმართება 16 ივლისს, 15:00 საათზე, უნივერსიტეტის ა კორპუსში, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32. შეხვედრის მიზანია თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა, კვლევითი და სასწავლო გაცვლითი კურსები, ასევე ილიაუნის სამართლის სკოლის ახალი სადოქტორო პროგრამის წარდგენა.

წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებთან არსებული თუ მომავალი თანამშრომლობის გზით, სამართლის სკოლა მიზნად ისახავს აკადემიური პროგრამების კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას.   

2024

ბანერები