სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საზაფხულო სკოლა „საკუთრების უფლების დაცვის სტანდარტების კონსტიტუციურ-სამართლებრივი ფარგლები კრედიტორთა მოთხოვნების უზრუნველყოფისას“

ახალი ამბები

28-დან 30 ივნისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ამავე სკოლის  სამართლის კლინიკისა და სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის სტეფანწმინდის (ყაზბეგის) სასწავლო ბაზაზე გაიმართება საზაფხულო სკოლა.

სკოლის თემაა „საკუთრების უფლების დაცვის სამართლებრივი სტანდარტები კრედიტორთა მოთხოვნების უზრუნველყოფისას“.

სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს.

მონაწილეობისთვის გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 ივნისი.

კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია – მაქსიმუმ 25 სტუდენტი.

საზაფხულო სკოლისა  და ფინალური გამოცდების  დამთხვევის შემთხვევაში  კონკურსის მონაწილეები შეძლებენ  გაცდენილი გამოცდის აღდგენას.

გისურვებთ წარმატებას!

2024

 

ბანერები