სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„გლობალური მართლმსაჯულება: საერთაშორისო სამართალი მოქმედებაში“ – საჯარო ლექციათა ციკლი დასრულდა

ახალი ამბები

11-13 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით უმასპინძლა ლექციათა ციკლს „გლობალური მართლმსაჯულება: საერთაშორისო სამართალი მოქმედებაში“.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლე ჯოანა კორნერმა წაიკითხა საჯარო ლექცია, გაიმართა ლექცია-სემინარები, რომელთაც უძღვებოდნენ მოსამართლე კორნერი, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის (CEU) პროფესორი ჯერემი მაკბრაიდი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე მიკოლა გნატოვსკი, საერთაშორისო სისხლის სამართლის ექსპერტი უეინ ჯორდაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები – თინათინ გოლეთიანი და ლევან მესხორაძე, ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი თამარ თომაშვილი.

სალექციო კურსში მონაწილეობდა კონკურსის წესით შერჩეული სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ჩვიდმეტი სტუდენტი. ისინი დაესწრნენ ლექციებსა და სემინარებს და იმსჯელეს საერთაშორისო სისხლის სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ღონისძიების დასასრულს სტუდენტები დაჯილდოვდნენ სპეციალური სერტიფიკატებით.

2023

ბანერები