სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გამოხატვის თავისუფლება პანდემიის დროს

ღონისძიებები

10 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით დისტანციურ რეჟიმში, პლატფორმის Zoom მეშვეობით, გამართავს დისკუსიას თემაზე: გამოხატვის თავისუფლება პანდემიის დროს. 

მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის პირობებში მედიას კრიტიკული როლი აქვს, რადგან საზოგადოებისათვის ზუსტი, ობიექტური, დროული და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება უმნიშვნელოვანესია. თუმცა მოვლენების განვითარების სისწრაფე ჟურნალისტების საქმიანობას ართულებს. ამავდროულად ისინი საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად თითქმის 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. 

რა როლი აქვს მედიას საგანგებო მდგომარეობის დროს, რითი უნდა იხელმძღვანელოს საზოგადოების ინფომირებისას, როგორ უნდა გაივლოს ზღვარი ობიექტური, ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას და პანიკის გავრცელებას შორის. 

დისკუსიის მიზანია, საგანგებო ვითარების პირობებში გამოხატვის თავისუფლების თანმდევი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის ფარგლები უფრო მკაფიო გახდეს.

მომხსენებელი: ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი, მედიაექსპერტი

მოდერატორი: თამარ კორძაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

დრო: 10 აპრილი, 19:00-20:30 საათი 

* ყველა ღონისძიება გაიმართება Zoom-ის მეშვეობით.

* ღონისძიებებზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია –https://tinyurl.com/uw2z8s8 

დისკუსია ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, დისტანციური დისკუსიების სერიის „ადამიანის უფლებები პანდემიის დროს“ ფარგლებში. 

ბანერები